ჟურნალის შესახებ
ჟურნალი "თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები" გამოდის წელიწადში ერთხელ და არის ორენოვანი (ქართული და ინგლისური). გამოცემა პირველ რიგში ემსახურება უნივერსიტეტ ალტერბრიჯის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მხარდაჭერას კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებაში, ასევე ახალგაზრდა მკვლევრების მოზიდვას სხვა უნივერსიტეტებიდან.
ჟურნალს მინიჭებული აქვს ISSN კოდი (ISSN-L): 2667-9361.
ყველა გამოქვეყნებულ სტატიას ენიჭება DOI (Digital Object Identifier).
თემატური პრიორიტეტები
- სოციალური მეცნიერებები: ფსიქოლოგია, მასმედია, კომუნიკაციები
- განათლების მენეჯმენტი და ცვლილებები სასწავლო პროცესში
- ბიზნესის ადმინისტრირება
- ხელოვნური ინტელექტი მართვასა და კომუნიკაციაში
რეცენზირება და სარედაქციო პროცესი
- სტატიების მიღება, გადარჩევა და რეცენზირება;
- ნაშრომების შინაარსობრივი, სტილისტური და ტექნიკური ხარისხის კონტროლი;
- ვებგვერდზე სტატიების განთავსება და ღია წვდომის უზრუნველყოფა.
ყველა მიღებული სტატია გადის ორმხრივ ანონიმურ რეცენზირებას (double anonymous peer review).
ეთიკა და კეთილსინდისიერება
ჟურნალი მოქმედებს უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ აკადემიური კეთილსინდისიერების შესაბამისად.
- ყველა ნაშრომი პლაგიატზე მოწმდება StrikePlagiarism.com სისტემით.
- ავტორები პასუხისმგებლობას იღებენ სტატიის ორიგინალურობაზე.
- რეცენზენტები და სარედაქციო საბჭო იცავენ ობიექტურობასა და კონფიდენციალურობას.
ინდექსაცია
ჟურნალი რეგისტრირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში:
Google Scholar, ROAD, SCILIT, ResearchBib, WorldCat, ISI, Cosmos IF, SJIF, Index Copernicus, EuroPub, DRJI.
ღია წვდომის პოლიტიკა
- ჟურნალში განთავსებული სტატიები ხელმისაწვდომია ღიად და უფასოდ;
- ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება უფასოა.