ვართ იქ ჯერ? ადგილობრივი ქართული სამუშაო აღწერილობების შედარებითი ანალიზი ოქროს სტანდარტებთან

ავტორები

  • თეონა მაისურაძე

ანოტაცია

ადამიანური რესურსების დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული სამუშაო აღწერილობების შექმნასა და განვითარებაში, თუმცა, მხოლოდ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს

არ შეუძლია შექმნას ეს დოკუმენტი. მთავარმა სუპერვაიზორმა, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ცხადად უნდა გამოკვეთოს, თუ რა არის ის სამსახურეობრივი ფუნქციები, რომელიც კონკრეტულ პოზიციაზე დანიშნულ პირს უნდა გააჩნდეს. ამის შემდგომ კი, სამსახურის ძირითადი ფუნქციები უკვე გაწერილია და სხვა დამატებითი ფუნქციები, რომელიც შესაძლებელია შესრულდეს თანამშრომლის მხრიდან, აგრეთვე დამატებულია, როგორც პოზიციის მეორადი ფუნქციები.

ადამიანური რესურსების დეპარტამენტი უზრუნველყოფს დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გაკეთდეს კონკრეტული დავალება ადეკვატურად, ასევე, აანალიზებს კონკრეტულ სამუშაოს ინდუსტრიისა და საერთაშორისო ბაზრის დონეზე და ადგენს, თუ რამდენად შეესაბამება ეს საქმიანობა/პოზიცია ოქროს სტანდარტებს. კვლევაში წარმოდგენილია შედარება მარკეტინგის და მენეჯმენტის სფეროების მიმართულებით და ადგენს განსხვავებებს ადგილობრივი სამუშაო აღწერილობის დონეზე ოქროს სტანდარტებთან მიმართებით, ასევე, წარმოაჩენს ნაკლოვანებებს და იმ სფეროებს, რომლებიც საჭიროებენ განვითარებას.

სტატია გვაწვდის რეკომენდაციებს, რათა განვავითაროთ სამუშაო აღწერილობები იმგვარად, რომ გაზიარებულ იქნას საყოველთაოდ აღიარებული ოქროს სტანდარტები, რათა გაიზარდოს ორგანიზაციული პროცესების ეფექტურობა.

ავტორის ბიოგრაფია

თეონა მაისურაძე

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი, მართვის და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

15.12.2021

როგორ უნდა ციტირება

მაისურაძე T. (2021). ვართ იქ ჯერ? ადგილობრივი ქართული სამუშაო აღწერილობების შედარებითი ანალიზი ოქროს სტანდარტებთან. თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები, 2(1), 20–32. Retrieved from https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/44