ცვლილებების მართვის გამოწვევები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათთან გამკლავების საჭირო ინსტრუმენტები

ავტორები

  • ნათია გოგებაშვილი

ანოტაცია

სწრაფად ცვალებად სამყაროში, სასურველი თუ არასასურველი ცვლილებებისგან გამოწვეულ დაჩქარებულ პროცესებთან შეგუება კომპანიებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. ამის გამო, სტაბილურობის შენარჩუნება პრობლემური ხდება ბიზნესის ნებისმიერ სექტორში მოღვაწე კომპანიისთვის, ნოუ-ჰაუს არარსებობა კი პროცესს კიდევ უფრო ართულებს. წარმოადგენენ რა ქვეყნის განვითარებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის სფეროს, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა გადალახონ ეს გამოწვევები ისე, რომ არ დაკარგონ კონკურენტუნარიანობა საგანმანათლებლო ბაზარზე. ზემოაღნიშნულ პრობლემებთან გამკლავებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიას, თუ როგორ უნდა მოხდეს ცვლილებების პროცესის მართვა. საქართველოში ჩატარებული გამოკითხვისა და მონაცემთა ანალიზის მეშვეობით, ნაშრომი მიზნად ისახავს ორგანიზაციული ცვლილებების არსის აღწერას, საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე მდგარი გამოწვევების გამოვლენას ცვლილებების მენეჯმენტის ჭრილში და მსოფლიოში ცნობილი ცვლილებების მართვის მოდელების აღწერას.

ავტორის ბიოგრაფია

ნათია გოგებაშვილი

მართვის და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

15.12.2021

როგორ უნდა ციტირება

გოგებაშვილი N. (2021). ცვლილებების მართვის გამოწვევები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათთან გამკლავების საჭირო ინსტრუმენტები. თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები, 2(1), 33–38. Retrieved from https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/45