ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკის გავლენა საბანკო კონკურენციაზე

ავტორები

  • ზურაბ მუშკუდიანი
  • ნანა შონია
  • ნათელა ჯანელიძე
  • ირინე კოპალიანი

ანოტაცია

საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის
კვალობაზე ძირფესვიანად შეიცვალა საბანკო სექტორი,
ის პრაქტიკულად გახდა სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი 
და ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური
რეფორმებიდან ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესი.
მიუხედავად აღნიშნულისა, დღემდე ადგილი აქვს ბანკების
კონცენტრაცია/კონსოლიდაციის პროცესს, საბანკო პროდუქტებსა
და მომსახურებაზე ფასების იდენტურობას, ბაზარზე ახალი მოთამაშის მიერ
ადგილის დამკვიდრების სირთულეს და ა.შ.
რაც ზღუდავს ბანკთაშორისი თავისუფალი კუნკურენციის ელემენტებს.
ზემოაღნიშნული შესაძლოა გამოწვეული იყოს სახელმწიფოს
მხრიდან რეგულირების სათანადო მექანიზმების არარსებობით.
ფაქტია, რომ შესაბამისი მიმართულებით ადმინისტრირების
არსებული მექანიზმები და პროცედურები დახვეწას საჭიროებს,
განსაკუთრებით საყურადღებოა ბანკთაშორისი კონკურენციის უცხოური
გამოცდილების გაზიარება, საქართველოს საბანკო სექტორში
განხორციელებული ახალი სამართლებრივი რეგულაციების ანალიზი,
სახელმწიფოს როლის გამოვლენა ქვეყნის ბანკთაშორისი კონკურენციის
პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით ფიზიკური

პირების პასუხისმგებლიან დაკრედიტებაში.

ავტორის ბიოგრაფია

ზურაბ მუშკუდიანი

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

15.12.2021

როგორ უნდა ციტირება

მუშკუდიანი Z., შონია N., ჯანელიძე N., & კოპალიანი I. (2021). ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკის გავლენა საბანკო კონკურენციაზე. თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები, 2(1), 39–48. Retrieved from https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/46