შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“გამოყენება პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში
საკვანძო სიტყვები:
ტოლერანტობა, მხატვრული ტექსტი, ვეფხისტყაოსანი, პოზიტიური ფსიქოთერაპიაანოტაცია
პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპია 1968 წელს ჩამოაყალიბა ირანული წარმოშობის გერმანელმა ექიმ-ფსიქოთერაპევტმა ნოსრატ პეზეშკიანმა და ითვლება ფსიქოდინამიურ-ჰუმანისტური მიმართულების მეთოდად. ამ ჯგუფის ფსიქოთერაპიულ სკოლათა წარმომადგენლები ეყრდნობიან ანთროპოსოფიის (ადამიანის წარმოშობისა და რაობის) ფრანგულ კონცეფციას (ჟან-ჟაკ რუსო). ადამიანი არსით კეთილია და განვითარება მისი თანდაყოლილი უნარია, მთავარია, სათანადო გარემომ შეუწყოს ხელი. მსგავსი ჰუმანისტური კონცეფცია ძალიან ახლობელია ქართული ფილოსოფიურ- სალიტერატურო სკოლისთვისაც. შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ამოუწურავ მასალას იძლევა კვლევისათვის, მით უფრო, რომ პოზიტური ფსიქოთერაპია მხატვრულ ტექსტს იყენებს ერთ-ერთ ინსტრუმენტად. ქვემოთ შევეცდები, შემოგთავაზოთ პოემაში ჩემ მიერ მოძიებული თემები, კონცეპტები, პარალელები. დაგანახოთ მათი შეხების წერტილები, ამ მსგავსების, როგორც საინტერესო რესურსის, გამოყენების შესაძლებლობები თერაპიის პროცესში.
დღევანდელ პრაგმატულ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია ის ტენდენციები, რომლებიც სამყაროს ჰუმანიზაციას შეუწყობს ხელს, ფსიქოთერაპიული მიმდინარეობები მნიშვნელობას ანიჭებენ მხატვრილი ტექსტის ზემოქმედების უნარის გამოყენებას. ქართველი ფსიქოთერაპევტებისთვის, ვიმედოვნებ, საინტერესო იქნება ამ პოემისა და პოზიტიური თერაპიის ერთ ჭრილში დანახვა.