ჟურნალის კონცეფცია

ჟურნალის კონცეფცია

„თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ - ელექტრონული სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალი, რომელიც დაფუძნებულია მართვის და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ მიერ. სამეცნიერო ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ერთხელ და არის ორენოვანი (ქართული და ინგლისური ენები).

ჟურნალის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მისცეს შესაძლებლობა მკვლევარებს, სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, რომ მათ გააცნონ საკუთარი სამეცნიერო საქმიანობა ფართო აუდიტორიას.

„თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ ბეჭდავს როგორც ქართველი, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მკვლევარების სტატიებს. ეს კი ხელს უწყობს კვლევების ინტერნაციონალიზაციას და თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას მკვლევარებს შორის, ასევე, წარმოაჩენს მათ კვლევით პოტენციალს.

ჟურნალის სარედაქციო საბჭო განიხილავს სტატიის არა მხოლოდ აქტუალურობას, კვლევის მახასიათებლებს და მათ ღირებულებას, არამედ მის ტექნიკურ მხარესაც (დიზაინი, ციტირება, სტილისტური მხარე).

ალტერბრიჯის სამეცნიერო ჟურნალზე წვდომა თავისუფალია, ხოლო საავტორო უფლება სტატიაზე ეკუთვნით სტატიის ავტორებს და თანაავტორებს. შესაბამისად, სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს სარედაქციო საბჭოს პოზიციას.

ჟურნალში დაბეჭდილი სტატიები არ უნდა იყოს გამოქვეყნებული მანამდე არსად, სტატიები ხელმისაწვდომია ღიად ფართო აუდიტორიისათვის და შესაძლებელია მათი უფასოდ ჩამორტვირთვა.

ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება უფასოა.