https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/issue/feedთანამედროვე მეცნიერების გამოწვევები2023-04-28T11:00:15+04:00Ana Tsiklauria.tsiklauri@alterbridge.edu.geOpen Journal Systems
„თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ არის უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ მიერ დაარსებული ელექტრონული, რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც ემსახურება კვლევითი კულტურის გაძლიერებას, აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას და საუნივერსიტეტო სამეცნიერო შედეგების პოპულარიზაციას.

ჟურნალი წარმოადგენს უნივერსიტეტის მისიის განუყოფელ ნაწილს – „დამაკავშირებელ ხიდს მეცნიერებას, საზოგადოებას, განათლებასა და დასაქმებას შორის“. ის ეფუძნება ალტერბრიჯის ტრანსფორმაციული განათლების კონცეფციას, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ ცოდნას, ლიდერულ უნარებს, ეთიკურ ღირებულებებსა და ინკლუზიურ მიდგომებს.

მიზანი და მნიშვნელობა

ალტერბრიჯის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კვლევითი კომპეტენციის გაძლიერება;

ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა კვლევით საქმიანობაში;

საუნივერსიტეტო კვლევების შედეგების ინტეგრაცია სწავლა-სწავლების პროცესში და საზოგადოების განვითარების წახალისება.

https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/56DCFTA შეთანხმების მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში2023-04-27T12:34:03+04:00მარიამ თვარაძეnomail@mail.co
DCFTA- ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ ხელშეკრულებაა, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს მოეწერა ხელი. ამ შეთანხმების მიხედვით, საქართველომ უნდა დააახლოოს თავისი კანონმდებლობა და მისი პროდუქტები ევროკავშირის რეგულაციებთან. მიღებულ შედეგს დიდი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და განვითარებაზე. ხელშეკრულების ფარგლებში, ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს შეეძლებათ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ კაპიტალს, შემოსავლებს, წარმოების მოცულობას, ხარისხს და აშ.

საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისგან განსხვავებით, DCFTA გულისხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს : სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა. იგი ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებასევროკავშირის კანონმდებლობასთან. DCFTA საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოსევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალისთავისუფალი გადაადგილება. მეოთხე თავისუფლებას - ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ანუ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს გულისხმობს.
2023-04-28T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/57შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“გამოყენება პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში2023-04-28T09:44:47+04:00ციცი ხაზიურიnomail@mail.co
პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპია 1968 წელს ჩამოაყალიბა ირანული წარმოშობის გერმანელმა ექიმ-ფსიქოთერაპევტმა ნოსრატ პეზეშკიანმა და ითვლება ფსიქოდინამიურ-ჰუმანისტური მიმართულების მეთოდად. ამ ჯგუფის ფსიქოთერაპიულ სკოლათა წარმომადგენლები ეყრდნობიან ანთროპოსოფიის (ადამიანის წარმოშობისა და რაობის) ფრანგულ კონცეფციას (ჟან-ჟაკ რუსო). ადამიანი არსით კეთილია და განვითარება მისი თანდაყოლილი უნარია, მთავარია, სათანადო გარემომ შეუწყოს ხელი. მსგავსი ჰუმანისტური კონცეფცია ძალიან ახლობელია ქართული ფილოსოფიურ- სალიტერატურო სკოლისთვისაც. შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ამოუწურავ მასალას იძლევა კვლევისათვის, მით უფრო, რომ პოზიტური ფსიქოთერაპია მხატვრულ ტექსტს იყენებს ერთ-ერთ ინსტრუმენტად. ქვემოთ შევეცდები, შემოგთავაზოთ პოემაში ჩემ მიერ მოძიებული თემები, კონცეპტები, პარალელები. დაგანახოთ მათი შეხების წერტილები, ამ მსგავსების, როგორც საინტერესო რესურსის, გამოყენების შესაძლებლობები თერაპიის პროცესში.

დღევანდელ პრაგმატულ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია ის ტენდენციები, რომლებიც სამყაროს ჰუმანიზაციას შეუწყობს ხელს, ფსიქოთერაპიული მიმდინარეობები მნიშვნელობას ანიჭებენ მხატვრილი ტექსტის ზემოქმედების უნარის გამოყენებას. ქართველი ფსიქოთერაპევტებისთვის, ვიმედოვნებ, საინტერესო იქნება ამ პოემისა და პოზიტიური თერაპიის ერთ ჭრილში დანახვა.
2023-04-28T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/58ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში და მათი გაძლიერებისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა2023-04-28T10:33:11+04:00ელენე ცხვარიაშვილიnomail@mail.co
ბოლო პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვნად წაიწია წინ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით, თუმცა, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებლი. ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. საქართველოში ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის უმრავლესობას ქალები შეადგენენ. ისინი დასაქმების ფორმალურ სექტორში არ არიან სათანადოდ წარმოდგენილები და არც მათი ანაზღაურებაა თანაბარი.

გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თუ რა ფაქტორები აბრკოლებენ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, როგორია დასაქმების დინამიკა, ითვალისიწინებენ თუ არა ქალთა ინტერესებს დასაქმების დროს და როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.
2023-04-28T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/59საერთაშორისო გამოცდილება — სოციალური დაცვის მოდელები ევროკავშირის ქვეყნებში2023-04-28T10:36:42+04:00გვანცა ქადაგიძეkadagidzegvanca@gmail.com
ნაშრომში განხილულია ევროკავშირის ქვეყნების მიდგომა სოციალური პროგრამების ჭრილში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეების თანაბარ პირობებში არსებობას; ასევე საუბარია იმ საკითხებზე, რომლებმაც შეიძლება გააძლიეროს ევროპის სოციალური განზომილება არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.
2023-04-28T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/60მომხმარებელთა სოციალური სტრატიფიკაცია და მარკეტინგი2023-04-28T10:40:20+04:00იზაბელა ქირიაnomail@mail.co
სტატიაში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: სოციალური სტრატიფიკაცია, მარკეტინგი და ამ ორ ერთი შეხედვით განსხვავებულ მიმართულებებს შორის არსებული მჭიდრო კავშირი.

ყურადღება გამახვილებულია ასევე სოციალური სტრატიფიკაციის მნიშვნელობაზე მარკეტინგში, როგორც ბაზრის სეგმენტაციის პროცესში, ასევე პროდუქტის პოზიციონირებისას.

სტატიაში წარმოდგენილია ასევე კვლევის შედეგები და მასზე მუშაობისას აღმოჩენილი სიახლეები, განსაკუთრებით საინტერესოა სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენა ქართველ მომხმარებელზე.
2023-04-28T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/61გარეგნობის ცვლილების მოტივები და ესთეტიკური მედიცინის როლი ქართველ ქალებში2023-04-28T10:43:17+04:00ნანა კოტორეიშვილიnomail@mail.co
The aim of this paper is to study motives for changes in appearance in the group of Georgian women who apply to aesthetic medicine. The research focuses on women who are members of thematic "Facebook groups" and actively discuss issues related to aesthetic procedures. It can be said that women worry about taking care of their appearance, which is promoted by the tendencies in the networked society, is aimed at raising self-esteem and self-confidence.
2023-04-28T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/62რეპროდუქციულ ჯანმრთელობა, მედია და საზოგადოება2023-04-28T10:47:24+04:00ოლღა ცისკარიშვილი-სოსელიაoliko71@gmail.com
მედიის გავლენა საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომ უდიდესია, ამას უკვე აღარავინ დაობს. მედიამ კარგა ხანია დაკარგა საგანმანათლებლო ფუნქცია. არ ფიქრობს საზოგადოებას მიაწოდოს ისეთი ელემენტარული ინფორმაცია ისეთ თემებზე, რასაც ქვია რეპროდუქციული ჯანმრთელობა. ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობას იღებდა 140 რესპონდენტი. ჩატარებული კვლევიდანც ჩანს, რომ საზოგადოებას სურს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რადგან უმრავლეს შემთხვევაში არ იციან, ან არ აქვთ ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემებზე და ძალიან ბევრ ადამიანს უქმნის პრობლემას არაინფორმირებულობა.
2023-04-28T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/63ციფრული მედიის გავლენა ბიზნეს კომუნიკაციაზე2023-04-28T10:56:42+04:00ქეთი გოგოძეgogodzeqeti@gmail.com
რა არის ეფექტური კომუნიკაცია? ორგანიზაცია რთულად წარმოიქმნება კომუნიკაციის გარეშე, ეფექტური კომუნიკაცია კი ბიზნეს კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია; თუმცა იმ საკომუნიკაციო რეალობაში, სადაც უდიდესი ადგილი ინტერნეტ სივრცეს და სოციალურ მედიას უკავია, კომუნიკაციის ეფექტურად და სწორად წარმართვა შეიძლება დიდ გამოწვევას წარმოადგენდეს.
2023-04-28T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023 https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/64ჰუმანიტარული ინტერვენციის მოდელზე აგებული რუსული ომის პროპაგანდა:2023-04-28T11:00:15+04:00ვახტანგ ჩოჩიაvakhtangchochia@gmail.com
სტატია ეხება 2008 წელს რუსთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის საერთაშორისო (საჯარო) სამართლებრივ ჭრილში შეფასებას. ნაშრომში წარმოდგენლია სამი წამყვანი საერთშორისო სასამართლოს (ECHR, ICJ, ICC) გადაწყვეტილება 2008 წლის ომის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ სარჩელებთან დაკავშირებით. სტატიის ბოლო ნაწილში კი მოცემულია ავტორის მოსაზრება რუსეთის ხელისუდფლების მიერ ე.წ. ჰუმანიტარული ინტერვენციის მოტივით გადადგმული ნაბიჯების თავსებადობაზე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებთან და, ზოგადად, სახელმწიფოების მიერ ჰუმანიტარული ინტერვენციის გამოყენების პრაქტიკასთნ დაკავშირებით.
2023-04-28T00:00:00+04:00საავტორო უფლებები (c) 2023