თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms
ჟურნალის კონცეფცია

„თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“

ელექტრონული

სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალი, რომელიც დაფუძნებულია მართვის და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ მიერ.

სამეცნიერო ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ერთხელ და არის ორენოვანი (ქართული და ინგლისური ენები).

ჟურნალის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მისცეს შესაძლებლობა მკვლევარებს, სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, რომ მათ გააცნონ საკუთარი სამეცნიერო საქმიანობა ფართო აუდიტორიას.

„თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ ბეჭდავს როგორც ქართველი, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მკვლევარების სტატიებს. ეს კი ხელს უწყობს კვლევების ინტერნაციონალიზაციას და თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას მკვლევარებს შორის, ასევე, წარმოაჩენს მათ კვლევით პოტენციალს.

ჟურნალის სარედაქციო საბჭო განიხილავს სტატიის არა მხოლოდ აქტუალურობას, კვლევის მახასიათებლებს და მათ ღირებულებას, არამედ მის ტექნიკურ მხარესაც (დიზაინი, ციტირება, სტილისტური მხარე).

ალტერბრიჯის სამეცნიერო ჟურნალზე წვდომა თავისუფალია, ხოლო საავტორო უფლება სტატიაზე ეკუთვნით სტატიის ავტორებს და თანაავტორებს. შესაბამისად, სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს სარედაქციო საბჭოს პოზიციას.

ჟურნალში დაბეჭდილი სტატიები არ უნდა იყოს გამოქვეყნებული მანამდე არსად, სტატიები ხელმისაწვდომია ღიად ფართო აუდიტორიისათვის და შესაძლებელია მათი უფასოდ ჩამორტვირთვა.

ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება უფასოა.
AlterBridge ka-GE თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები 2667-9361 DCFTA შეთანხმების მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/56
DCFTA- ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ ხელშეკრულებაა, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს მოეწერა ხელი. ამ შეთანხმების მიხედვით, საქართველომ უნდა დააახლოოს თავისი კანონმდებლობა და მისი პროდუქტები ევროკავშირის რეგულაციებთან. მიღებულ შედეგს დიდი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და განვითარებაზე.  ხელშეკრულების ფარგლებში, ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს შეეძლებათ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ კაპიტალს, შემოსავლებს, წარმოების მოცულობას, ხარისხს და აშ.

საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისგან განსხვავებით, DCFTA გულისხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს : სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა. იგი  ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებასევროკავშირის კანონმდებლობასთან. DCFTA საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოსევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალისთავისუფალი გადაადგილება. მეოთხე თავისუფლებას - ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ანუ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს გულისხმობს.
მარიამ თვარაძე საავტორო უფლებები (c) 2023 2023-04-28 2023-04-28 3 1 1 10 შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“გამოყენება პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/57
პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპია 1968 წელს ჩამოაყალიბა ირანული წარმოშობის გერმანელმა ექიმ-ფსიქოთერაპევტმა ნოსრატ პეზეშკიანმა და ითვლება ფსიქოდინამიურ-ჰუმანისტური  მიმართულების მეთოდად. ამ ჯგუფის  ფსიქოთერაპიულ სკოლათა წარმომადგენლები ეყრდნობიან ანთროპოსოფიის (ადამიანის წარმოშობისა და რაობის) ფრანგულ კონცეფციას (ჟან-ჟაკ რუსო). ადამიანი არსით კეთილია და განვითარება მისი თანდაყოლილი უნარია, მთავარია, სათანადო გარემომ შეუწყოს ხელი. მსგავსი ჰუმანისტური კონცეფცია ძალიან ახლობელია ქართული ფილოსოფიურ- სალიტერატურო სკოლისთვისაც. შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ამოუწურავ მასალას იძლევა კვლევისათვის, მით უფრო, რომ პოზიტური ფსიქოთერაპია მხატვრულ ტექსტს იყენებს ერთ-ერთ ინსტრუმენტად. ქვემოთ შევეცდები, შემოგთავაზოთ პოემაში ჩემ მიერ მოძიებული თემები, კონცეპტები, პარალელები. დაგანახოთ მათი შეხების წერტილები, ამ მსგავსების, როგორც საინტერესო რესურსის, გამოყენების შესაძლებლობები თერაპიის პროცესში.

დღევანდელ  პრაგმატულ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია ის ტენდენციები, რომლებიც სამყაროს ჰუმანიზაციას შეუწყობს ხელს, ფსიქოთერაპიული მიმდინარეობები მნიშვნელობას ანიჭებენ მხატვრილი ტექსტის ზემოქმედების უნარის გამოყენებას. ქართველი ფსიქოთერაპევტებისთვის, ვიმედოვნებ, საინტერესო იქნება ამ  პოემისა და პოზიტიური თერაპიის ერთ ჭრილში დანახვა.
ციცი ხაზიური საავტორო უფლებები (c) 2023 2023-04-28 2023-04-28 3 1 11 16 ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში და მათი გაძლიერებისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/58
ბოლო პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვნად წაიწია წინ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით, თუმცა,  ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებლი. ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. საქართველოში ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის უმრავლესობას ქალები შეადგენენ.  ისინი დასაქმების ფორმალურ სექტორში არ არიან სათანადოდ წარმოდგენილები და არც მათი ანაზღაურებაა თანაბარი.

გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თუ რა ფაქტორები აბრკოლებენ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, როგორია დასაქმების დინამიკა, ითვალისიწინებენ თუ არა ქალთა ინტერესებს დასაქმების დროს და როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.
ელენე ცხვარიაშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-04-28 2023-04-28 3 1 17 23 საერთაშორისო გამოცდილება — სოციალური დაცვის მოდელები ევროკავშირის ქვეყნებში https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/59
ნაშრომში განხილულია ევროკავშირის ქვეყნების მიდგომა სოციალური პროგრამების ჭრილში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეების თანაბარ პირობებში არსებობას; ასევე საუბარია იმ საკითხებზე, რომლებმაც შეიძლება გააძლიეროს ევროპის სოციალური განზომილება არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.
გვანცა ქადაგიძე საავტორო უფლებები (c) 2023 2023-04-28 2023-04-28 3 1 24 30 მომხმარებელთა სოციალური სტრატიფიკაცია და მარკეტინგი https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/60
სტატიაში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: სოციალური სტრატიფიკაცია, მარკეტინგი და ამ ორ ერთი შეხედვით განსხვავებულ მიმართულებებს შორის არსებული მჭიდრო კავშირი.

ყურადღება გამახვილებულია ასევე სოციალური სტრატიფიკაციის მნიშვნელობაზე  მარკეტინგში, როგორც ბაზრის სეგმენტაციის პროცესში, ასევე პროდუქტის პოზიციონირებისას.

სტატიაში წარმოდგენილია ასევე  კვლევის შედეგები და მასზე მუშაობისას აღმოჩენილი სიახლეები, განსაკუთრებით საინტერესოა სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების  გავლენა ქართველ მომხმარებელზე.
იზაბელა ქირია საავტორო უფლებები (c) 2023 2023-04-28 2023-04-28 3 1 31 38 გარეგნობის ცვლილების მოტივები და ესთეტიკური მედიცინის როლი ქართველ ქალებში https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/61
The aim of this paper is to study  motives for changes in appearance in the group of Georgian women who apply to aesthetic medicine. The research focuses on women who are members of thematic "Facebook groups" and actively discuss issues related to aesthetic procedures. It can be said that women worry about taking care of their appearance, which is promoted by the tendencies in the networked society, is aimed at raising self-esteem and self-confidence.
ნანა კოტორეიშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-04-28 2023-04-28 3 1 39 51 რეპროდუქციულ ჯანმრთელობა, მედია და საზოგადოება https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/62
მედიის გავლენა საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომ უდიდესია, ამას უკვე აღარავინ დაობს. მედიამ კარგა ხანია დაკარგა საგანმანათლებლო ფუნქცია. არ ფიქრობს საზოგადოებას მიაწოდოს ისეთი ელემენტარული ინფორმაცია ისეთ თემებზე, რასაც ქვია რეპროდუქციული ჯანმრთელობა. ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობას იღებდა 140 რესპონდენტი. ჩატარებული კვლევიდანც ჩანს, რომ საზოგადოებას სურს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რადგან უმრავლეს შემთხვევაში არ იციან, ან არ აქვთ ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემებზე და ძალიან ბევრ ადამიანს უქმნის  პრობლემას არაინფორმირებულობა.
ოლღა ცისკარიშვილი-სოსელია საავტორო უფლებები (c) 2023 2023-04-28 2023-04-28 3 1 52 60 ციფრული მედიის გავლენა ბიზნეს კომუნიკაციაზე https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/63
რა არის ეფექტური კომუნიკაცია? ორგანიზაცია რთულად წარმოიქმნება კომუნიკაციის გარეშე, ეფექტური კომუნიკაცია კი ბიზნეს კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია; თუმცა იმ საკომუნიკაციო რეალობაში, სადაც უდიდესი ადგილი ინტერნეტ სივრცეს და სოციალურ მედიას უკავია, კომუნიკაციის ეფექტურად და სწორად წარმართვა შეიძლება დიდ გამოწვევას წარმოადგენდეს.
ქეთი გოგოძე საავტორო უფლებები (c) 2023 2023-04-28 2023-04-28 3 1 61 70 ჰუმანიტარული ინტერვენციის მოდელზე აგებული რუსული ომის პროპაგანდა: https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/64
სტატია ეხება 2008 წელს რუსთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის საერთაშორისო (საჯარო) სამართლებრივ ჭრილში შეფასებას. ნაშრომში წარმოდგენლია სამი წამყვანი საერთშორისო სასამართლოს (ECHR, ICJ, ICC) გადაწყვეტილება 2008 წლის ომის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ სარჩელებთან დაკავშირებით.  სტატიის ბოლო ნაწილში კი მოცემულია ავტორის მოსაზრება რუსეთის ხელისუდფლების მიერ ე.წ. ჰუმანიტარული ინტერვენციის მოტივით გადადგმული ნაბიჯების თავსებადობაზე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებთან და, ზოგადად, სახელმწიფოების მიერ ჰუმანიტარული ინტერვენციის გამოყენების პრაქტიკასთნ დაკავშირებით.
ვახტანგ ჩოჩია საავტორო უფლებები (c) 2023 2023-04-28 2023-04-28 3 1 71 84