ავტორებისთვის

სტატიის/სამეცნიერო ნაშრომის გაფორმების წესი და ტექსტის ფორმატი:

  • სტატიის ენა – ქართული და/ან ინგლისური;
  • სტატიის სრული ტექსტი ქართულ ენაზე და აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე;
  • სტატია მოგვაწოდეთ DOC(MS-Word), ODT, SXW(OpenOffice) ან RTF (Rich Text Format) ფაილის სახით;
  • რედაქტორის პარამეტრები Word Windows-ისთვის:
  • ფურცლის ზომა A4
  • მინდორი: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5 სმ.
  • შრიფტი – ქართული ტექსტისათვის – უნიკოდი (Sylfaen); ინგლისური ტექსტისათვის-Sylfaen
  • შრიფტის ზომა -11
  • სტრიქონებს შორის მანძილი -1
  • გვერდების რაოდენობა – 5-12
  • ფურცელი არ ინომრება.

სტატიის/სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა

  • მონაცემები ავტორის/ თანაავტორის შესახებ: სახელი, გვარი, სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, სამუშაოს/სწავლის ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია (შრიფტის ზომა 12);
  • სტატიის სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
  • აბსტრაქტი (არაუმეტეს 4-5 სტრიქონისა) ინგლისურ ენაზე (დახრილი, Italic), შრიფტის ზომა 12) აბსტრაქტი არ უნდა შეიცავდეს ციტატებს გამოყენებული ლიტერატურიდან
    და/ან ნახაზებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს.
  • საკვანძო სიტყვები - არაუმეტეს ხუთისა სტატიის ენაზე (დახრილი, Italic, შრიფტის
    ზომა 12 );
  • შესავალი;
  • კვლევის მეთოდოლოგია;
  • კვლევის შედეგები;
  • დასკვნები და რეკომენდაციები;
  • ბიბლიოგრაფია

თუ სტატია შეიცავს ნახაზებს, ნახატებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს, აუცილებელია (ფორმატი - 90X120მმ-დან 130X120მმ-მდე) დაინომროს არაბული ციფრებით, ხოლოთუ ტექსტში მოცემულია მხოლოდ ერთი ილუსტრაცია, იგი არ ინომრება;

საჭიროების შემთხვევაში ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები შეიძლება დასათაურდეს და/ან დაერთოს მცირე განმარტება იქვე, მასალის სათაურის ქვემოთ. ნახაზი უხარვეზოდ უნდა აისახებოდეს ეკრანზე (გარჩევისუნარიანობა 96-150 dpi).

ციტირების წესი

„ალტერბრიჯში“ მიღებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული ციტირებისა და მითითების წესი. ტექსტში დამოწმებისას მისი მოთხოვნებია:

  • თუ მოხმობილი აზრი, მოსაზრება ციტატას წარმოადგენს, ბრჭყალებში ვსვამთ ამონარიდს, ფრჩხილებში ვწერთ ავტორის გვარს, მძიმეს, გამოცემის წელს, ორწერტილს და გვერდის ნომერს. ტექსტში დამოწმებული იქნება შემდეგნაირად: მაგალითად: (ჯორბენაძე, 2007:181).
  • პერიფრაზირებისას ბრჭყალებს არ ვიყენებთ; გვერდის მითითება სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო. ტექსტში დამოწმებული იქნება შემდეგნაირად: მაგალითად: (გამყრელიძე, 2007) ან (გამყრელიძე, 2007: 152).
  • კრებულების დამოწმებისას ფრჩხილებში ვწერთ კრებულის სათაურის პირველ სიტყვას, მრავალწერტილს, პუბლიკაციის გამოცემის წელს, ორწერტილს და გვერდის ნომერს. მაგალითად, ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმის მოხსენებათა კრებული ტექსტში დამოწმებული იქნება შემდეგნაირად: (ახალგაზრდა... 2020:123).
  • თუ წიგნს/სტატიას ჰყავს რამდენიმე ავტორი, ფრჩხილებში ვწერთ წიგნში/სტატიაში პირველად მითითებული ავტორის გვარს, მრავალწერტილს, გამოცემის წელს, ორწერტილს და გვერდის ნომერს. ტექსტში დამოწმებული იქნება შემდეგნაირად. მაგალითად: მაგ. (წიფურია... 2020:28).
  • ბიბლიის დამოწმება ხდება შემდეგნაირად: ფრჩხილებში ვწერთ ბიბლიური წიგნის სახელწოდებას შემოკლებით, წერტილს, თავის, ორწერტილს, მუხლს. მაგალითად: (დაბ. 14:20).
  • ენციკლოპედიის ან ლექსიკონის დამოწმებისას ხდება ავტორის (ავტორთა გვარების) ან სათაურის პირველი სიტყვის მითითება, შემდეგ ვწერთ გამოცემის წელს, ორწერტილს და გვერდს ციტირებისას. პერეფრაზირებისას გვერდის მითითება სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის.
  • უცხოენოვანი წყაროს მითითების შემთხვევაში, ავტორის გვარს ვწერთ ორიგინალის ენაზე. დამოწმების წესი კი ისეთივე იქნება, როგორიც არის ქართულენოვანი წყაროს მითითებისას.
  • თუ ავტორი ნახსენებია სამეცნიერო ნაშრომში/სტატიაში, მისი ნაშრომი უნდა იყოს ასახული ლიტერატურის სიაში/ბიბლიოგრაფიაში და პირიქით.

ბიბლიოგრაფიაში გამოყენებული წყაროს მითითების წესი:

ა) წიგნი

გვარი, ინიციალები. (წელი). სათაური. გამოცემის ადგილი, გამომცემლობა Freeman, E. (2010). Strategic Management. Cambridge, Cambridge UP
ლანგი ი. „მედია და არჩევნები“. (2003). თბილისი, გამომცემლობა „რეგთაიმი“.
თუ წიგნს არა ჰყავს ავტორი ან რედაქტორი, მის ნაცვლად შეიძლება დავწეროთ ორგანიზაცია: UNESCO. (1998). Learning to live together in peace and harmony: values education for peace, human rights, democracy and sustainable development for the Asia-Pacific Region; a UNESCO/APNIEVE sourcebook for teachers education and tertiary level education. Bangkok, Thailand: UNESCO PROAP
თუ წიგნი რამდენიმეჯერ იყო გამოცემული, აღნიშნეთ, რომელი გამოცემაა ეს (მაგალითად: მესამე გამოცემა/ 3th edition). თუ გამოცემის წელი არ არის მითითებული, აღნიშნეთ: n.d/ არ არის დათარიღებული.

ბ) სტატია ჟურნალში

გვარი, ინიციალები. (წელი). სათაური. ჟურნალის სახელწოდება დახრილი. ნომერი, გამოშვება, გვერდები:
Bregadze, L. (2016). Secrets of Dimension. Jemal Karchkhadze’s Forum, Literary Almanac. Issue 1, Tbilisi, Karchkhadze Publishing House. p.6.
Gillian S.L. Starks L.T. (2007). The Evolution of shareholder activism in the United States, Journal of Applied Corporate Finance, Vol. 19, Issue. I. p. 58-59
სტატიის გვერდის მითითებისას ან შემოკლებით „გვ“. დაწერეთ ან მძიმით გამოყავით ისინი. მაგალითად: 8 (2), გვ./p. „58-59“ ან 8 (2): „58-59”. დაიცავით მხოლოდ ერთი რომელიმე მითითება.

გ) სტატია წიგნში

წიგნის ავტორის (რედაქტორის) გვარი, ინიციალები. (წელი). წიგნის სათაური (დახრილი შრიფტით). გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, გვერდები. მაგალითად:
გეგენავა, დ. (2017). ავთანდილ დემეტრაშვილი 75, სტატიათა კრებული, თბილისი, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, გვ. 106-124
Yahya, C. A. Morales-Jones, & E. N. W. Ariza (Eds.). (2005). Fundamentals of Teaching English to Speakers of Other Languages in k-12 Mainstream Classrooms. Dubuque, IA: Kendal/Hunt, p.163-181

დ) ელექტრონული წყაროები:

თუ ვებ-გვერდს ავტორი არა ჰყავს, მიუთითეთ ორგანიზაცია ან ვებ-გვერდის დასახელება. თუ არც ერთი არ არის ხელმისაწვდომი, დაწერეთ ავტორის გვარი, ინიციალები. (წელი). სათაური, ნომერი (დახრილი), ვებ-გვერდის მისამართი და მასალზე წვდომის თარიღი. მაგალითად:

კოპალიანი, ა. (2013). ემილი დიკინსონის შემოქმედების აღქმის თავისებურებები ქართულ ლიტერატურაში, #7. http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/7/70 მასალაზე წვდომა 17.04.2019
Lakerbaia, T. (2014). The Right of Withdrawal in European Consumer Protection Law, Volume I, Retrieved 2 April, from http://press.tsu.ge/data/file_db/elzhurnalebi/lj1y2014.pdf
NCTE / IRA. (2012). Standards for the English Language Arts. Retrieved September 1, 2014 from
http://www.ncte.org/standards/ncte-ira http://press.tsu.ge/data/image_db_innova/Enatmecniereba-2017-2018-T60-27-09-2018.pdf
თუ მოძიებულია ელექტრონული წყარო სხვა სტატიაში და იყენებთ მას თქვენს კვლევაში, დარწმუნდით, რომ ეს წყარო კიდევ არსებობს. დაწერეთ ის თარიღი, როცა თქვენ გაეცანით მას.

ე) საქართველოს, საერთაშორისო სასამართლოს/სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციათა დოკუმენტების/ კონვენციებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონმდებლობის მითითების წესი ტექსტის სქოლიოში შემდეგნაირია.

მაგალითად:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/421,422 გადაწყვეტილება;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 07 ნოემბრის 672/18 გადაწყვეტილება;
სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 317, 1999;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 56.3, 2005;
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია სიძულვილის ენაზე No. R(97) 20., 1997 უდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივა, მუხლი 4.7

სქოლიოში იმავე წყაროზე მითითებისას, რომელიც უკვე გამოყენებული იყო, ზუსტად წინა სქოლიოში მითითებული წყაროს ნაცვლად მიეთითება „იქვე“.

ბიბლიოგრაფიაში ლიტერატურის სია იწერება ანბანურად. ერთი და იგივე ავტორის პუბლიკაციების მითითებისას იცავთ ქრონოლოგიის პრინციპს. ჯერ წერთ უახლესს, შემდეგ უფრო ძველს. თუ თქვენ გამოიყენეთ ერთი ავტორის რამდენიმე ნაშრომი, პუბლიკაცია, რომელიც ერთსა და იმავე წელს გამოვიდა, მათი მითითება შემდეგნაირადაა შესაძლებელი: Radbruch, 2013a and Radbruch 2013 b. თუ ერთ პუბლიკაციას ერთი ავტორი ჰყავს, სხვა პუბლიკაციაში კი იგივე ავტორს თანაავტორი ჰყავს, ჯერ უთითებთ ერთავტორიან პუბლიკაციას, შემდეგ კი - ორ ან მეტ ავტორიანს. მაგალითად:

Schmitt, N. (2010). Researching Vocabulary: A Vocabulary Research Manual. New York: Palgrave Macmillan
Schmitt, N. (1997 a). Vocabulary learning strategies. In Schmitt, N. and McCarthy, M. (eds),
Vocabulary: Description, Acquisition, and Pedagogy. Cambridge: Cambridge University Press. p. 17-26
Schmitt, N. (Ed.) (1997b). Vocabulary: Description, acquisition, and pedagogy. Cambridge: Cambridge University Press.
Schmitt, N. and Meara, P. (1997). Researching vocabulary through a word knowledge framework: Word associations and verbal suffixes. Studies in Second Language Acquisition 19, p. 17–36