ძალაუფლების პარადიგმები

ავტორები

  • ნინო შუკვანი

ანოტაცია

ძალაუფლება კომპლექსური და ცვალებადი ფენომენია. ის, თუ რატომ სურთ ადამიანებს ძალაუფლების მოპოვება, განმტკიცება და შენარჩუნება, კარგად წამოჩინდება, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე, პოლიტიკურ ასპარეზზეც. ძირითადად, ამ ყველაფრის უკან, აღიარებისა და სხვებზე გავლენის მოხდენის სურვილი იმალება. როდესაც ძალაუფლება ტოტალურ ხასიათს იძენს, იგი არაპროგნოზირებადი და საშიში ხდება და სხვების მართვაც მარტივი ხდება. სისტემა ცდილობს ადამიანის აზროვნება ჩაახშოს, დააკარგვინოს ინდივიდუალიზმი და გამოაცალოს არსებობის მთავარი საყრდენი.

თანამედროვე სამყარო სავსეა კონტროლის მექანიზმებით. ძალაუფლება საზოგადოებრივ ურთიერთობებში ვლინდება, იქ სადაც არ არსებობს კომუნიკაცია,

ძალაუფლება კარგავს თავის როლსა და მნიშვნელობას. კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალმა ადამიანმა სწორად უნდა შეაფასოს არსებული რეალობა, რათა კონფორმიზმის მსხვერპლად არ იქცეს და ძალაუფლება სასიკეთო ცვლილებებისკენ მომართოს.

ავტორის ბიოგრაფია

ნინო შუკვანი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ აფილირებული ასისტენტი, უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაცია „უსმა“-ს მკვლევარი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

15.12.2021

როგორ უნდა ციტირება

შუკვანი ნ. (2021). ძალაუფლების პარადიგმები. თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები, 2(1), 85–90. Retrieved from https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/51