საპატიმრო გირაოს გამოყენების საკითხი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში

ავტორები

  • სალომე გულიაშვილი

ანოტაცია

საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულობის პრინციპი წარმოადგენს
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპთა პრინციპს,
რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობა და პრაქტიკა.
მნიშვნელოვანი საკითხია არასრულწლოვანთათვის

საპატიმრო გირაოს გამოყენება,
რომლის საკანონმდებლო კონსტრუქციაც

ბევრ სამართლებრივ ხარვეზს წარმოქმნის,
რაც აუცილებელს ხდის მის გაანალიზებას

და სამომავლოდ გადაჭრის გზებზე მსჯელობას.
აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს,
რომ იგი პრევენციული ხასიათისაა, მისი გამოყენების მიზანი არ არის ბრალეულობის მტკიცება.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების
გამოყენების მიზანშეწონილობა გამოკვეთილი უნდა იყოს სათანადო 

საფუძვლებით. საპატიმრო გირაოს გამოყენების საკითხის

არსებობა კორექტირებას საჭიროებს,
ვინაიდან კანონმდებელი საპატიმრო გირაოს

გამოყენების წინაპირობად დაკავების ფაქტს ასახელებს,
რითაც გამოდის, რომ, ფაქტობრივად, ორი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება
— პატიმრობა და გირაო, რაც შეუსაბამოა ნორმა-პრინციპებთან.

ავტორის ბიოგრაფია

სალომე გულიაშვილი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის

დეპარტამენტის გამომძიებელი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

15.12.2021

როგორ უნდა ციტირება

გულიაშვილი ს. (2021). საპატიმრო გირაოს გამოყენების საკითხი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები, 2(1), 132–142. Retrieved from https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/55