შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“გამოყენება პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში

ავტორები

  • ციცი ხაზიური

საკვანძო სიტყვები:

ტოლერანტობა, მხატვრული ტექსტი, ვეფხისტყაოსანი, პოზიტიური ფსიქოთერაპია

ანოტაცია

პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპია 1968 წელს ჩამოაყალიბა ირანული წარმოშობის გერმანელმა ექიმ-ფსიქოთერაპევტმა ნოსრატ პეზეშკიანმა და ითვლება ფსიქოდინამიურ-ჰუმანისტური  მიმართულების მეთოდად. ამ ჯგუფის  ფსიქოთერაპიულ სკოლათა წარმომადგენლები ეყრდნობიან ანთროპოსოფიის (ადამიანის წარმოშობისა და რაობის) ფრანგულ კონცეფციას (ჟან-ჟაკ რუსო). ადამიანი არსით კეთილია და განვითარება მისი თანდაყოლილი უნარია, მთავარია, სათანადო გარემომ შეუწყოს ხელი. მსგავსი ჰუმანისტური კონცეფცია ძალიან ახლობელია ქართული ფილოსოფიურ- სალიტერატურო სკოლისთვისაც. შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ამოუწურავ მასალას იძლევა კვლევისათვის, მით უფრო, რომ პოზიტური ფსიქოთერაპია მხატვრულ ტექსტს იყენებს ერთ-ერთ ინსტრუმენტად. ქვემოთ შევეცდები, შემოგთავაზოთ პოემაში ჩემ მიერ მოძიებული თემები, კონცეპტები, პარალელები. დაგანახოთ მათი შეხების წერტილები, ამ მსგავსების, როგორც საინტერესო რესურსის, გამოყენების შესაძლებლობები თერაპიის პროცესში.

დღევანდელ  პრაგმატულ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია ის ტენდენციები, რომლებიც სამყაროს ჰუმანიზაციას შეუწყობს ხელს, ფსიქოთერაპიული მიმდინარეობები მნიშვნელობას ანიჭებენ მხატვრილი ტექსტის ზემოქმედების უნარის გამოყენებას. ქართველი ფსიქოთერაპევტებისთვის, ვიმედოვნებ, საინტერესო იქნება ამ  პოემისა და პოზიტიური თერაპიის ერთ ჭრილში დანახვა.

ავტორის ბიოგრაფია

ციცი ხაზიური

ფილოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, მასწავლებელი, პოზიტიური ფსიქოთერაპევტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

28.04.2023

როგორ უნდა ციტირება

ხაზიური ც. (2023). შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“გამოყენება პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში. თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები, 3(1), 11–16. Retrieved from https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/article/view/57